„გლოვობს მთელი ბათუმი“ – ვინ არის ბიჭი, რომელიც ჩაქვთან ავარიას ემსხვერპლა? მანქანა დაკეცილი იყო! – გავრცელდა გზარელი ავარიის პირველი ფოტო, რომელსაც ჩაქვში 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა (+ფოტო)
გარდაცვლილი დავით კაკაბაძეა.
„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს… ქორწილში მივდივარ სამღერად და ტრაგედია დატრიალდა… ეს ანგელოზი გარდაიცვალა გაქვავებულები ვართ, ვზივართ საქორწილო დარბაზში. გლოვობს ბათუმი დათუნა კაკაბაძეს.
დავმუნჯდი მე… ხალხო, ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერდაჯერებული და ვერგააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია, რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ…… სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილიაა.“ – წერს „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე.
დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული ბათუმში კლინიკა „მედცენტრშია” გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ჩაქვში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, იგი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა.
“ემიგრანტების იმედი”, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ, დათო კაკაბაძეს ემოციურად ემშვიდობება.
“მიწამ როგორ უნდა მიგიღოს. ქორწილში მივდივარ სამღერად და ტრაგედია დატრიალდა…
ეს ანგელოზი გარდაიცვალა, გაქვავებულები ვართ, ვზივართ საქორწილო დარბაზში. ეს რა გააკეთე, გლოვობს ბათუმი დათუნა კაკაბაძეს.
დავმუნჯდი მე….ხალხო ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ცრემლებით, გაცრეცილი, სასოწარკვეთილი სახეებით ჯერ ვერ დაჯერებული და ვერ გააზრებული ტრაგედიითა და ტკივილით სავსეები. შეძრული, თავზარდაცემული ვარ და ვერ გამიგია რა ვქნა, ან აზრი აქვს ამას რომ ვწერ…
სიტყვებია ზედმეტია ისეთი ტკივილია, სისხლი გამეყინა ძარღვებში, გული მტკივა, სული მეწვის! იმდენად დიდი ტრაგედია მოხდა, რომ დავმუნჯდი მე… სული მაქვს დამძიმებული…. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი! ტრაგედიას, რომელსაც სახელი არ ააქვს…. დედა შვილს გლოვობს ნეტა თუ გნახავო… ” – დაწერა შოთო სიხარულიძემ.
