ექსკლუზივი

გადავადდება თუ არა სესხები 6 თვით – ახალი გადაწყვეტილება

მთავრობის ადმინისტრაციაში,

კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდდნენ. შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მედიათან კომენტარი გააკეთა.

როგორც საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა შეხვედრაზე 2 მთავარ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„ნომერ პირველია ის, რომ დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათი მოთხოვნები. მეორე კი არის ის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“ – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ ბიზნესი ითხოვს 6 თვის ვადით გადავადდეს სესხები და გახანგრძილვდეს საგადახადო შეღავათები.

მისი თქმით, შეხვედრას წამყვანი ბანკების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე შეხვედრები გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close