როცა ოკუპანტები ჩვენს ტერიოტიებს იყოფენს, ქართული ოცნება და კობახიძე რუსეთან ფრენების აღდგენას მიესალმებიან, თუმცა ერთი სიტყვა ოცნებას არ უხსენებია ქვეყნიდან ოკუპანტების ჯარების
ვნებათაღელვა გამოიწვია რუსეთის ფედერაციაში, თავდაცვის კომიტეტის წევრის კუზნეცის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-ბელორუსის ისტორიულ გაერთიანებაზე საუბრისას უნდა გვახსევდოს, რომ აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც არსებობსო.
კუზნეცის ამ განცხადებას ვნებათაღელვა მოჰყვა სოციალურ ქსელ ფეისბუქში, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა და სეპარატისტულად განწყობილმა მოქალაქეებმა კუზნეცი ამ განცხადებისთვის მკაცრად გააკრიტიკეს (რამდენად იდარდა კუზნეცმა აფხაზების კრიტიკა ეგ ცალკე თამაა). გარდა ამისა, აფხაზი შეშფოთება კიდევ უფრო იმიტომ გაათმაგდა, რომ განცხადების გავრცელების მომენტში სეპარატისტების ლიდერი ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა (ამჟამადაც იქ გახლავთ).
დღის ბოლოს, “სოხუმის” ვირტუალურ აღშფოთებას მთავრობის წარმომადგენლების განცხადებაც მოჰყვა. კონკრეტულად კი, საკითხზე კომენტარი სერგეი შამბამ გააკეთა. მისი განცხადების მოსმენისას ქართული ანდაზა, “მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგეო” გაგახსენდებოდათ. შამბა, თითქოს თავის მოსახლეობას მიმართავდა და ამშვიდებდა, მაგრამ უფრო მოსკოვს შეახსენებდა რომ მსგავსი ტიპის ინტეგრაციული “პროექტების” განხილვას “აფხაზეთის” კონსტიტუცია და თანმდევი კანონები უშლის ხელს და რომ ამაზე საუბარი აბსურდია და სხვა.
ეს ამბავი, სხვა მსგავსი შემთხვევებით უხმაუროდ ჩაივლიდა, რომ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას პასუხი ჟურნალისტის შეკითხვას – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან სამომავლო ურთიერთობებზე. ზახაროვას თქმით, აფხაზი და ოსი ხალხი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე წინააღმდეგები არ არიან-ო.
ამ ამბებთან კავშირში უნდა დავინახოთ სეპარატისტული აფხაზეთის ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლის ადგურ არძინბას სოციალურ ქსელში გავრცელებული კომენტარი, სადაც ის, რუსულ ბიზნესსა და ბიზნესმენებს, აფხაზეთში, “ბრძოლას უცხადებს”.
დასკვნის სახით, დიახ, ოკუპირებულ აფხაზეთში მთელი რიგი პროცესები პირდაპირ იმართება კრემლის სამხედრო-პოლიტიკური ადმინისტრაციის მიერ. დიახ, კრემლი პირდაპირ ჩეხავს ყველა ქართულ ინტეგრაციულ პროექტებს ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებთან, დიახ, კრემლმა პირდაპირ ჩამოკიდა აფხაზები თავის ბიუჯეტზე, როგორც ბოჩოლა დედის ჯიქანზე, მაგრამ “სოხუმი” არ არის და ვერ იქნება “ცხინვალის” დროებითი მმართველი რეჟიმი, რომელიც აბსოლუტურად დაცლილია პოლიტიკური თავმოყვაროებისგან და მეძავივით, გაუფასურებულ რუბლებში გაცვლის თავის ე.წ. დამოუკიდებლობას.


All reactions:
1212