“აღარ ვიცი, საიდან დავიწყო და რას დავაბრალო” – რა კადრები ვრცელდება გლდანიდან და რას წერს კოტე ზარნაძე სოციალურ ქსელში?
გლდანში, გიორგიწმინდაში, საბურავები დაწვეს, კანონდამრღვევი კი დააჯარიმეს.
“მოკლედ, აღარ ვიცი, საიდან დავიწყო და რას დავაბრალო რიგი მოქალაქეების დაუდევრობა და მსგავსი საქციელი.
ამ ქალაქის ყოველდღიურობას აქ მცხოვრები ადამიანები ქმნიან. სანამ ამას თითოეული მოქალაქე კარგად არ გაითავისებს, არაფერი გვეშველება.
მოქალაქე, რომელმაც გააჩინა ცეცხლი – იდენტიფიცირებული და დაჯარიმებულია შესაბამისი სამსახურის მიერ, მაგრამ… და ძალიან ბევრი მაგრამ” – ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში წერს.