ექსკლუზივი

აფხაზეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევაა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 72 ადამიანი გამოიკვლიეს საიდანაც 12-ს დადებით პასუხი დაუდასტურდა.

აფხაზური სააგენტოების ცნობით, 16 კოვიდინფიცირებული პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობს. 3 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, 2 კი საშუალო სიმძიმის.

27 აგვისტოს მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 274 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული, აქედან 115 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close