ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში „საქართველოს ბანკის“ მძარცველის, ბადრი ესებუას დაკავებას გამოეხმაურა.
„სამეგრელოში, ბავშვობაში, რაღაცას რომ დავაშავებდი, მეზობლებთან გავრბოდი და სახლში რამდენიმე დღე რომ არ ვბრუნდებოდი, ეგ გამახსენდა“ , – წერს ყორშია.
ტიპი, რომელსაც 3 წელიწადი მთელს მსოფლიოში წითელი ცირკულარით ეძებდნენ, თურმე სამეზობლოში დადიოდა დასალევად და ღომის საჭმელად
ღმერთო, დალოცე სამეგრელო
შეგახსენებთ, ესებუა, 2-წლიანი ძებნის შემდეგ, საკუთარი სახლიდან 17 კილომეტრში დააკავეს.