ასეთი რამ კომუნისტებს არ გაუკეთებიათ, წულუკიანის გადაწყვეტილება არის კატატატროფა ახალგაზრდა ხელოვანი პროტესტის გამო შვიდი წლით ციხეში ჩასვა !! ბარემ დახვრეტა შემოიტანეთ აცხადებს ხელოვნაი ლიზა ბერიძე
ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრების გატანას არტისტები, საბა გორგოძე და თორნიკე ნოზაძეც ითხოვენ. მანამდე, ანალოგიური შინაარსის განცხადებები გაავრცელეს მხატვარმა შოთიკო აფციაურმა და არისტმა ანდრო დადიანმა.
- “მომაქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან… მე იქ აღარ უნდა ვიყო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ნარკოტიკი ჩამიდონ” | ანდრო დადიანი
- მხატვარი შოთა აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ითხოვს
მოგვიანებით, გამოფენის, “ავტორპორტრეტი სარკესთან” კურატორი, ქეთი შავგულიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: “მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ”.
ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა “ავტოპორტრეტი სარკესთან” გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა – “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”. შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.