ადგილზე მისულ სასწრაფოს 32 წლის ახალგაზრდა დაღუპული დახვდა – სად და როგორ მოხდა საზარელი ავარია?
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს ავტომობილის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის შედეგად 32 წლის კაცი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.